ძლიერი ქარისაგან მიყენებული დაზიანებების გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჯამში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენელმა, ეკა ურიდიამ განაცხადა, ქარმა სადენები დააზიანა და აბონენტებისთვის დენის მიწოდება, სავარაუდოდ დღის ბოლომდე აღდგება. სტიქიის შედეგად, შუქი არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ანაკლია, აბასთუმანი, ახალკახათი, ბაში, განმუხური, გრიგოლიში, დარჩელი, დიდინეძი, ერგეტა, ინგირი.
სტიქიამ ასევე ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სადაც ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.