სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს“ გადიან „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა.
„რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით საკუთარი ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.
საჩვენებელი სწავლების დროს რეკრუტების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალებიც მოესინჯათ. მოხალისეებმა სამხედრო ფორმა მოირგეს და რეკრუტების მსგავსად სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულეს.
„ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 680 რეკრუტი გადის. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს, ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დადებს. კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება ექნებათ. ახალწვეულები მონაწილეობას სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებსაც", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.