ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უპასუხებს
30-03-2015, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს განუცხადა.


“რამდენიმე დღეში უკვე თავად ჯანყარაშვილი წარსდგება საზოგადოების წინაშე და უპასუხებს ყველა ბრალდებას”, – განაცხადა გაბუნიამ.

 
გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორობის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საუბრობს, რომლის მტკიცებითაც, ბიზნესმენ ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოძიებას სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი უშლიდა ხელს. როგორც ცნობილია, მოკლული ბესო ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს


ამასთან, ადვოკატის თქმით, გამორიცხული არ არის, ჯანყარაშვილმა კორძაიას წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.

 
ზვიად ჯანყარაშვილი 2014 წლის აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლოს კი, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი