თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, სამხრეთის ქალაქ ანტალიაში ანგლო-თურქულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან შეიძლება საერთო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატაროს იმის შესახებ უნდა თუ არა თურქ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება.
თურქეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესი წლების წინათ ჩიხში შევიდა.
თურქეთი 16 აპრილს უკვე მართავს ერთ რეფერენდუმს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტ ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, თურქეთის ლიდერი დაჟინებით აცხადებს, რომ თუკი ამის შემდეგ მე-2 რეფერენდუმიც გაიმართება, იგი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.
„ამ წუთას ჩვენ, 16 აპრილს ვატარებთ რეფერენდუმს და ამის შემდეგ შეგვიძლია გავმართოთ მე-2 რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ჩვენ დავემორჩილებით ნებისმიერ იმ არჩევანს, რასაც აქ ჩვენი ხალხი გააკეთებს“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ „თურქეთი არავის მიერ დასასჯელი ბავშვი არ არის“.
ანკარა ევროკავშირთან 2005 წელს დაწყებული გაწევრიანების მოლაპარაკებების ნელი პროგრესის გამო გაბრაზებულია. პროცესის გაჭიანურება კი კვიპროსის გარშემო უთანხმოებამ, ადამიანის უფლებებმა და სხვა საკითხებმა განაპირობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.