აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ ცინცინატიში ღამის კლუბში მომხდარი სროლებისას მოკლულია ერთი და დაჭრილია 14 ადამიანი, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტში სულ მცირე ორი შეიარაღებული მამაკაცი იყო ჩართული. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ცინცინატის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამაშემწემ „თვითერზე“ დაწერა, რომ არ არსებობს იმის მანიშნებელი რამ, რომ სროლები ტერორიზმთან კავშირში ყოფილიყო.
როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუ რა იყო სროლების გამომწვევი მიზეზი. თვითმხილველები კი პოლიციასთან თანამშრომლობას თავს არიდებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.