საქართველოს დღეს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა
27-03-2017, 02:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისს დღეს სახელმწიფო ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რაიმონდს ვეიონისი საქართველოში, სამდღიან სახელმწიფო ვიზიტად, მეუღლესთან ივეტა ვეიონისთან ერთად ჩამოვა. მას მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაუწევენ.

 

 

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

 


დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

 


რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამუშაო სადილს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 


28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან.

 


სახელმწიფო ვიზიტისას 29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

 


ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 30 მარტს დაასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი