ზვიად კვაჭანტირაძემ და ისრაელის ელჩმა შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს
27-03-2017, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.

 

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორი ქვეყნის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტი ერთმანეთს საკანონმდებლო ინიციატივების ნაწილში გამოცდილებას გაუზიარებს.

 

 

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს თაობაზე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა იგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული აქტიური თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა.

 

 

ზვიად კვაჭანტირაძემ ელჩს, მიმდინარე წლის მარტში, ისრაელის სახელმწიფოში, ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტის თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, რომელიც დიასპორა-სამშობლოს თემას მიეძღვნა დელეგაციის წევრებს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდათ ისრაელის წამყვან პოლიტიკოსებთან.

 

 

შეხვედრას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, კომიტეტის წევრი, შოთა შალელაშვილი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი