თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
27-03-2017, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW"-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის რვა წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

 


საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები, ჩატარდა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას, ავარიის მექანიზმს და მონაწილე მძღოლის ბრალეულობას, ხოლო საექსპერტო კვლევების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დრო. 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტუღუშის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად.

 


2017 წლის 24 მარტს, თორნიკე ტუღუშის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტუღუში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

 


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი