ნაფიცმა მსაჯულებმა სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს
27-03-2017, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაფიცმა მსაჯულებმა სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

 

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აზადა ომაროვა  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. 

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა - აზადა ომაროვამ, ელნურ ანტესოვმა და ვუგარ გულიევმა  სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს. აღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო  ასევე  მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს სახიბ გასანოვს დანით  მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს  ყელი გამოჭრეს.

 


სამართალდამცველებმა აზადა ომაროვა, ელნურ ანტესოვი და ვუგარ გულიევი 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში  განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.

 


თბილისის საქალაქო სასამართლოში აზადა ომაროვას სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ აზადა ომაროვას სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა.

 


აღსანიშნავია, რომ აზადა ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ელნურ ანტესოვისა და ვუგარ გულიევის  ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად იგი  თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი