პეტრო პოროშენკო გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ
27-03-2017, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურებს უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის პოტენციალის გამოყენება იყო.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტებია, ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაციის გაძლიერება; დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება; სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია და სუამ-ის საპარლამენტო განზომილების გააქტიურება.

 


შეხვედრისას აღინიშნა, რომ სუამ-ის წევრი სამი სახელმწიფო - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური მიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და უნდა მოხდეს სუამ-ის ინტეგრაცია ევროკავშირთან.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს "აბრეშუმის გზის" სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ინიციატივაში - "ერთი სარტყელი - ერთი გზა" ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

 


ყურადღება ასევე დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

 


უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.

 


"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოგრჩეთ", მიმართა პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი