საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის პრემიერ მინისტრი ეწვევა
27-03-2017, 09:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შემოდგომაზე, ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 


მხარეებმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მეთაურთა სხდომის შედეგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

 


საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

 


გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ნოემბერში იგეგმება.

 


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. პრემიერ მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც აპრილში კიევში გაიმართება.

 


საქართველოსა და უკრაინის პრემიერ მინისტრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი