კახა კალაძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ადრე წავიდა და ამისთვის როგორც კოალიცია, ასევე ხალხი მზად არ იყო.
როგორც ვიდეოდიალოგისას კალაძემ აღნიშნა, ექსპრემიერის დაბრუნება პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება.
“მოსახლეობა, კოალიცია არ ვიყავით ემოციურად მზად ამ ახალი ეტაპისთვის, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შესაბამისად რამდენადაც სტრესული იყო მისი წასვლა პოლიტიკური პროცესებისთვის, დარწმუნებული ვარ მისი ჩართულობა, რაიმე ფორმით პოლიტიკაში სერიოზულად დადებითი იმპულსი იქნება, რომელიც დიდ ბიძგს მისცემს ზოგადად პოლიტიკური პროცესების განახლებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.