„დღეს ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში გააკეთა.
გიორგი კვირკაშვილი დღეს სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებთან ერთად ევროპაში უვიზოდ გაემგზავრა.
„ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში," - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.
„დღეს ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში - ათენში, სადაც გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტში, ასევე გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები. შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ისტორიული დღესასწაული," განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.