მიხეილ ჯანელიძე: უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები
28-03-2017, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრმა საზოგადოებას ისტორიული შედეგი მიულოცა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს დაიცვან უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული წესები და პროცედურები.

 

 

„ძვირფასო თანამემამულეებო, მსურს მოგილოცოთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო დიდ რეფორმებთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან, დასრულდა. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად ისარგებლებენ ისტორიული შედეგით, რასაც ჰქვია ევროპის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

მისი განცხადებით წლების განმალობაში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა რეფორმებმა საქართველო გახადა ევროკავშირის სანდო პარტნიორი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათი უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს.

 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი 2945050, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი სრულად მიიღონ ის სარგებელი, რაც ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლას უკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი