სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.
სასამართლომ წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ. სასამართლოს კი, გირაოს შესთავაზებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.