გიორგი მარგველაშვილი: სიმბოლურია, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღეს დაემთხვა - ლატვიამ დიდი წვლილი შეიტანა ამ გადაწყვეტილების მიღებაში
28-03-2017, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოში სამდღიან სახელმწიფო ვიზიტად მყოფი ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს შეხვედრის განსაკუთრებულობა, რადგან ვიზიტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მოხსნას ემთხვევა.

 


„სიმბოლურია, რომ პრეზიდენტ ვეიონისის ვიზიტი ამ დღეს დაემთხვა. ლატვიამ დიდი წვილი შეიტანა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

 


ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისა და შემდგომი გაძლიერების მიმართულებით“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო პარტნიორების მაღალი მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე.

 


მხარეებმა ბრიუსელში დაგეგმილი NATO-ს სამიტის და ამ სამიტზე საქართველოს ინტერესების წარმოჩენის საკითხების გარშემო ისაუბრეს.

 


აღინიშნა ბიზნესკავშირების გაძლიერების და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის აუცილებლობა, რათა სრულად იქნას ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება ლატვიური ბიზნესისათვის.

 


საქართველოს დელეგაციამ შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, “აბრეშუმის გზასა” და ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. საუბარი ასევე შეეხო შავი და ბალტიის ზღვების რეგიონებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხს. ხაზი გაესვა ტურიზმის მაჩვენებლის ყოველწლიურად მატების ტენდენციებს.

 


ქართულმა მხარემ გამოთქვა ლატვიელი ინვესტორების და მეწარმეების საქართველოში მიზიდვის ინტერესი.

 


მხარეებმა ისაუბრეს ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

 


„მნიშვნელოვანია, რომ ლატვიის პრეზიდენტი სწორედ იმ პერიოდში იმყოფება საქართველოში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ წასვლა ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ლატვია ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე.

 


ამავდროულად, ლატვია საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ფორმატში და დღესაც შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. საკითხი შეეხო თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში და ვფიქრობთ, რომ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი იქნება კიდევ უფრო ძლიერი სიგნალი და ახალი ნაბიჯი ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების გზაზე“,  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი