ევროკავშირის სივრცეში პირველი ქართველი უვიზო მგზავრები ვარშავაში, ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში მიიღეს. მინისტრის პირადი ინიციატივით ოთხივე ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ პირველ ქართველ მგზავრებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები დახვდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უნგრეთში, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ბექა მაკარიძის განმარტებით, უნგრელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ.
„ბუდაპეშტში ქუთაისიდან პირველი რეისი 06:35 წუთზე შესრულდა. პირადად დავხვდი ქართველ მგზავრებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც შესაძლებლობა მქონდა თვალი მედევნებინა ამ პროცესისთვის. თითოეულ მათგანს მივულოცე ეს ისტორიული დღე, რომელსაც სრულიად საქართველო დიდი ხანია ელოდა. აღსანიშნავია, რომ უნგრელი მესაზღვრეები განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ“ განმარტავს ბექა მაკარიძე.
პოლონეთში, საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ესიაშვილის განმარტებით კი, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს საზღვრის კვეთის პროცესში არანაირი პრობლემა არ შექმნია.
„პოლონეთში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში პირადად დავხვდი და გავესაუბრე. ყველა მათგანმა დაბრკოლების გარეშე გადალახა საზღვარი. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მესაზღვრეები კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ ქართველი მგზავრების მიმართ. საღამოს, მგზავრთა მეორე ნაკადს ველოდებით, რომლებიც ქუთაისიდან გამოფრინდებიან პირდაპირი რეისით“ აცხადებს ქეთევან ესიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.