საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც საქართველომ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ჩვენთან ერთად არის იმ სახელმწიფოს მეთაური, რომელმაც არაერთი, არამედ მრავალი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
ჩვენთან ერთად არის პიროვნება, რომელიც ასევე წლების განმავლობაში გვერდში გვედგა ყველაზე რთულ საკითხებში.
ბატონი პრეზიდენტი არის ჩვენი ქვეყნის მართლაც გამორჩეული მეგობარი და მე პირადად მინდა მას მადლობა გადავუხადო საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისათვის.
ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების შესახებ, რომლებსაც საქართველო და ლატვია ავითარებს ქართველი და ლატვიელი ხალხის საკეთილდღეოდ.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეგიონულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ფორმატების გაღრმავება მრავალმხრივ არის შესაძლებელი და ასეც განხორციელდება.
ეს არის თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო, ეკონომიკური, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როდესაც საკითხი შავი და ბალტიის ზღვის რეგიონის თანამშრომლობას ეხება.
ამ მიმართულებით, მართლაც ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ პროექტების განხორციელებამდე ეკონომიკური და რეგიონული დაკავშირების ერთიანი ხედვა მიგვიყვანს.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზაზე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია, რომლის განხორციელებაშიც ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეხმარებიან, ჩვენ ერთიანი და ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს.
ამ ხედვის კონტექსტში, ბუნებრივია, სირთულეს წარმოადგენს ის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ახორციელებს და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, როგორც წარმოდგენილი შეთანხმებების სახით, ასევე ბიზნესთან დაკავშირების კუთხით და იმ ურთიერთობების გაღრმავების სახით, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, ნათელ მესიჯს მივაწვდით, როგორც ჩვენი ქვეყნების საზოგადოებებს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ლატვიასა და საქართველოს შორის მეგობრობა არის გარანტი, როგორც რეგიონების, ასევე ჩვენი ქვეყნების პოზიტიური განვითარებისკენ. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელშიც თქვენი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, ხართ ჩვენთან ერთად.
მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის, ბუნებრივია, ამ სიკეთით სარგებლობა არავითარ სატყუარას არ შეიცავს.
ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ, ჩვენ ქვეყანას ვამტკიცებთ, ჩვენ ქვეყანას ევროპული მიმართულებით ვავითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ყველა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.
მე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენ შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს. რომ იმ სირთულეების გადაწყვეტა, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის უნდა მოხდეს პირველი, აუცილებლად მშვიდობიანად და მეორე, აუცილებლად იმ ფორმატში და იმ ტრადიციაში, როგორშიც ევროპული სახელმწიფოები წყვეტენ ამ პრობლემებს.
აქედან გამომდინარე, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, იქნება ეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ყველა ეს ნაბიჯი უფრო გვაახლოებს ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ამ პოლიტიკური კულტურის ფარგლებში სირთულეების გადაწყვეტის ფორმატებთან. მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ემოციის და შესაძლოა, ტკივილის გადაბიჯების მეშვეობით მივალთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველოს ხედვამდე და ამას განვახორციელებთ აუცილებლად ერთად“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.