საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრესკონფერენციაზე ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა.
„საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შედის ძალაში.
ეს არის იმის დასტური, რომ საქართველოში რეფორმის პროცესი იყო წარმატებული. დარწმუნებული ვარ, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს და იმედი მაქვს, რომ მას დადებითი გავლენა ექნება ლატვიისა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ჩვენი ხალხების ურთიერთობებზე...
საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებამ კარი გახსნა უფრო ინტენსიური ბიზნესკონტაქტებისათვის. ლატვია მზად არის გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება რეფორმების სფეროში.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ყოველგვარი გარე ზეწოლის გარეშე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.
საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება ურთიერთობების გასაღრმავებლად. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერებას და დღეს მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულების სრულყოფილად გამოყენებაა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მიუხედავად ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევებისა, საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ინტეგრაციის მიმართულებით საქართველო სამაგალითოა თავისი ერთგულებითა და შრომით სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის.
მნიშვნელოვანია, ნატო-საქართველოს სუბსტენციური პაკეტის ფარგლებში პროგრესის გაგრძელება, რადგან ეს ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უკეთ უზრუნველყოფას, ასევე ურთიერთობების გაძლიერებას ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს საქართველოს მზაობას ნატო-ს საბოლოო წევრობისათვის.
მინდა განვაცხადო, რომ ლატვია გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ლატვია კვლავ განაგრძობს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მისია დამაბალანსებელ როლს ასრულებს რეგიონში. მინდა აღვნიშნო, რომ ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაბოლოს, მინდა საქართველოს პრეზიდენტი მოვიწვიო ლატვიაში, მისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს“, აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.