საქართველომ და ლატვიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმეს
28-03-2017, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და ლატვიას შორის რამდენიმე შეთანხმებას, მემორანდუმსა და ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რიჰარდს კოზლოვსკიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 


ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ლატვიის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ანა კვარაცხელიამ და ლატვიის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ვალტერს ჯეკაბსონსმა.

 


ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოსა და ლატვიის IT კლასტერს შორის ხელი მოაწერეს საქართველოს ICT ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი შუბითიძემ და ლატვიის IT კლასტერის საბჭოს წევრმა გატის ოსსმა.

 


ხელშეკრულებას ერთობლივი საქმიანობის თაობაზე საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა და ლატვიის სატელეკომუნიკაციო ასოციაციას შორის ხელი მოაწერეს საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის სატელეკომუნიკაციო ასოციაციის პრეზიდენტმა პეტერის სმიდრემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი