საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები და ე.წ. მოსმენების კანონი იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სასამართლოს რეფორმებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ყურადღება მედიაში არსებულ სიტუაციაზეც გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, მედიაპლურალიზმისა და მედიათავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.