მიხეილ სააკაშვილი: დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია
28-03-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს: ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია"

 

 

მისი თქმით, ჯერ კიდევ წლების წინ აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად ვიზა არ დასჭირდებოდათ.

 

 

„1996 წელს ქართული და რუსული ინტელიგენციის შეხვედრაზე თელავში მივედი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი და დავურღვიე იდილია, როდესაც ვუთხარი, რომ მალე მოვიდოდა დრო, რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით, მაშინ, იქ შეკრებილმა ქართველმა "ინტელიგენტებმა" გიჟად გამომაცხადეს, არაუშავს, მას შემდეგ ეს ეპითეტი, ჩემი მისამართით, ბევრჯერ მომისმენია და აღარც ვრეაგირებდი. როდესაც თურქ ქართველებს, ვინც ქართული იცოდა და საქართველო უყვარდა, მოქალაქეობას ვანიჭებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თურქეთზე ადრე გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. ქუთაისის აეროპორტიც ამიტომ აშენდა და არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან. 

 

 

დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან", წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი