სსიპ სსსტც „დელტას“ მიერ კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობის მიზნით კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

როგორც Guardian.ge- ს „დელტადან“ აცნობეს, ამჯერად „დელტა”-ს თანამშრომლები ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და აცნობენ საჭირო ინფორმაციას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის პერიოდში აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების ზომების შესახებ. სკოლებში და ბაღებში, პედაგოგების საყურადღებოდ საინფორმაციო ფლაერები რიგდება.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მასალებს გადასცემენ ბაზარში მოვაჭრე გლეხებსა და ფერმერებს.
ახმეტაში და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ფლაერებს ავრცელებენ პრესის სადისტრიბუციო ჯიხურებში - ყველა გაყიდულ გაზეთს მოვაჭრე თან ურთავს "დელტა"-ს ფლაერს. მიმდინარე კვირაში აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ახმეტის, თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.