ნოდარ ხადური ცოტა ხნის წინათ ფინანსთა სამინისტროს მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის 67 ბიზნესკლასის "ტოიოტა ქემრის“ შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ხსნის, თუ რატომ იყო მიზანშეწონილი ახალი ავტომანქანების შეძენა და ამისათვის 4,7 მილიონი ლარის გადახდა.
მისი თქმით, პროტოკოლი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში ჩამოსულ დელეგაციას „ბიზნესკლასის“ ავტომობილები უნდა ემსახურებოდეს. ამის შესახებ ხადურმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
„64 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოდის. მათ შორის იქნება რამდენიმე ათეული ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. პროტოკოლი ითვალისწინებს, რომ ასეთ პირებს უნდა ემსახურებოდეს ბიზნესკლასის ავტომობილები. 2000 ბიზნესმენი ჩამოვა თბილისში, ჩვენი დედაქალაქი, მინიმუმ, ევროპის ბიზნესცენტრი გახდება: გაიმართება უამრავი მოლაპარაკება, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დაუდებს საფუძველს. როცა EBღD-მა გადაწყვიტა, ეს ღონისძიება თბილისში გამართულიყო, დავიწყეთ 60 ერთნაირი ბიზნესკლასის სედანის მოძიება ქვეყანაში, სამინისტროებში, სხვადასხვა უწყებაში და ვერ ვიპოვეთ. მერე ვიფიქრეთ, მანქანები დაგვექირავებინა და მეზობელ ქვეყნებში მოვიკითხეთ. დაახლოებით იგივე თანხა უნდა გადაგვეხადა, რაც ამ ავტომობილების საქართველოში შეძენა დაგვიჯდებოდა. თბილისში წლეულს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ეწყობა და გვთხოვეს, ეს ავტომობილები შემდეგ მათ გადავცეთ მაღალი დონის სტუმრების მომსახურებისთვის. ფესტივალის შემდეგ კი ეს მანქანები გადანაწილდება სამინისტროებზე, სხვა სახელმწიფო უწყებებზე და ჯიპების ნაცვლად, მინისტრები სედანებით ივლიან. როგორ გგონიათ, "ტოიოტა 200", რომლითაც მინისტრები ახლა დადიან (მეც არანაკლები, "ლექსუსის" ჯიპი დამხვდა) მეტ საწვავს არ წვავს, ვიდრე "ტოიოტა ქემრი"? ან უფრო უფრო ნაკლები ღირს? იმ ჯიპებს კი გავყიდით. ასევე, "ტოიოტა ქემრით" ჩავანაცვლებთ ამორტიზებულ მანქანებს. არც ერთი მინისტრი არ დადის ჩვენი მთავრობის დროს ნაყიდი ჯიპით. ძალიან გვინდოდა, ჰიბრიდული მანქანები ყოფილიყო, მაგრამ 8 ათასი დოლარით უფრო ძვირი ჯდებოდა,“ - განმარტა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.