გიორგი კვირიკაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა
29-03-2017, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება.

 

 

ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 


მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ შედეგს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთი დასტურია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარების.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ევროპული არჩევანი კონკრეტული შედეგების მომტანია და რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

 


ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი