დონალდ ტუსკი: ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც დღეს აქ მოგვიყვანა - ამ გზამ, ჩემი აზრით, წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაშიც
29-03-2017, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დღეს ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

 


დონალდ ტუსკის განმარტებით, საქართველოს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს.

 


„ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც დღეს აქ მოგვიყვანა. ამ გზამ, ჩემი აზრით, წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაშიც.

 


საქართველომ წარმატებით განვლო ეს გზა და დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხისთვის, რომლებიც დღეიდან ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და ურთიერთობების გამტკიცების გზაზე.“, აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტუსკს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციისთვის უდიდესი პატივია იმყოფებოდეს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის ისტორიული ფაქტის აღსანიშნავად.

 


“ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ეს გამოწვევებითა და მიღწევებით სავსე გზა იყო. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენდა შორსმიმავალი რეფორმებისა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ეფექტურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რაც უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების შესრულების შედეგია. უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და იქნება შესანიშნავი მოტივაცია ევროკავშირში სამომავლო ინტეგრაციისათვის.საქართველოს სწამს ევროპული მომავლის, ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავაგრძელოთ პროგრესული განვითარება ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით ჩვენი ამბიციური გეგმის განსახორციელებლად,” აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი