ჟან-კლოდ იუნკერი ვიზა-ლიბერალიზაციაზე: ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების წყალობით
29-03-2017, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ძალისხმევის შედეგია.

 


„ბატონო პრემიერ მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბრიუსელში ამ დღეს, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში იმოგზაურონ უვიზოდ და დარჩნენ აქ 90 დღის გამავლობაში, როგორც ტურისტები, ასევე მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების წყალობით,” განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოიტანს ხელშესახებ შედეგებს და გაამყარებს ხალხთაშორის კავშირებს.

 


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიასა და პრეზიდენტ იუნკერს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 


პრემიერ მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ჩარჩოა, რომელიც გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და მისი სრული გამოყენება მთავრობის პრიორიტეტია.

 


„ჩვენ ვაანალიზებთ DCFTA-ს ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, რათა ქართული პროდუქტები სხვადასხვა ბაზრის შესაბამისი გავხადოთ. ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების გათავისებით ჩვენ ვზრდით საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციისათვის. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბიზნეს კავშირების გაფართოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და დიალოგს და ვგეგმავთ მივაღწიოთ ყველა დასახულ მოთხოვნას სხვადასხვა სექტორში. ჩვენ ვაფასებთ რეფორმების პროცესში ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას,” აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი