საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის და პირველი ლედის ივეტა ვეიონისის პატივსაცემად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა.
„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
თქვენ ხართ პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დიდ წარმატებას. ასეთი დამთხვევა სიმბოლური და კანონზომიერია.
ჩვენს ხალხებს მეგობრობის დიდი ისტორია აკავშირებთ. მე არაერთხელ მიგრძვნია ლატვიელი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული საქართველოსადმი. დღეს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ყველა მიმართულებით წარმატებით ვითარდება.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ამ კავშირებს კიდევ მეტად გააღრმავებს. საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობა შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის რეგიონების თანამშრომლობის განვითარების საფუძველია. ჩვენ ერთობლივად ვქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც სიკეთის მომტანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისათვისაც“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა დადებითად იმოქმედებს ლატვიას და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გააღრმავებს კავშირებს რიგით მოქალაქეებს შორის და კიდევ უფრო დაახლოვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროპასთან“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა და საქართველო - ლატვიის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.