„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციაზე - „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას ორი რამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტზე მუშაობის პროცესი და თავად ცვლილებების შინაარსი.
„როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ორი ძირითადი მიზანი დაუსახა მას საქართველოს პარლამენტმა: პირველი - ეს იყო კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე უმთავრესი ამოცანა გახლდათ ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრა. ვფიქრობ, იმ საერთო სურათიდან, რომელიც გვაქვს შექმნილი პროცესის ინკლუზიურობიდან, პროცესის ეფექტიანობიდან და იმ დოკუმენტის ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მომზადების პროცესშია და გაიგზავნება უახლოეს მომავალში პრაქტიკულად წინასწარი ვერსია დოკუმენტის, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მიზანთან, რომელიც დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა სხვადასხვა ფორმატში წარიმართოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ფორმატში ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. თავისთავად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უზრუნველყოფს ძალიან ფართო ჩართულობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარისა რეფორმის პროცესში - 73 წევრია წარმოდგენილი კომისიაში, სხვადასხვა სუბიექტი, საპარლამენტო პარტიები, არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაიხსნას ეს პროცესი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, სადაც დაინტერესებული ადამიანების ძალიან ფართო წრეს აქვს დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საერთაშორისო კონფერენციაზე სამ საკითხზე იმსჯელებენ - პრეზიდენტის არჩევის წესზე, პარლამენტის არჩევის სისტემასა და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებზე. ეკა გიგაურმა აქვე განმარტა, რომ დისკუსიაში აღნიშნული საკითხები პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. მისივე განცხადებით, კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, თუმცა, ისინი ღონისძიებას არ ესწრებიან.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს დისკუსია გასულიყო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებიდან და მოგვეწყო უფრო ფართო დისკუსია. შევეცადეთ ამ დისკუსიაზე დაგვეძახა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, აქ იქნებიან წარმოდგენილნი როგორც პარლამენტის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მოვიწვიეთ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი, როგორც იცით, ლატვიის პრეზიდენტია ჩამოსული, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციიდან არავინ მოვიდა ამ შეხვედრაზე, მით უმეტეს, რომ ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე”, აღნიშნა ეკა გიგაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.