„ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასაპარლამენტო ოპოზიციის ოთხპუნქტიანი მოთხოვნის კომენტირებისას გააკეთა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კომისიას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, რომლის თანახმად, მომზადებული დოკუმენტი ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხებს.
„კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი. მათ შორის, ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია, მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, ათი აპრილის კვირაში გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არამარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ კომისიის კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ პლენარულ სხდომას და უკვე აპრილის ბოლოს დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის მიხედვით, აპრილის ბოლოს მომზადდება გარკვეული დოკუმენტი და ეს დოკუმენტი პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც არის დასმული. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავისი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების დიდი ნაწილი არის უკვე ასახული იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.