საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ გენერალ ჯონსონს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და კონსტიტუციაში შესატანი ის არსებითი ცვლილებები გააცნო, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებს უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმირების და განვითარების პროცესში დახმარებისთვის გენერალ ჯონსონს მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში მზადყოფნა გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა აღნიშნულ საკითხებზე გაგრძელდეს და კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.