ტყიბულში მხიარული სტარტები იმართება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ღონისძიებაში ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად, სოფლების, კურსების, ორპირისა და გელათის საჯარო სკოლის გუნდებიც მონაწილეობენ.
მხიარული სპორტული შეჯიბრება 8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შორის, ოლიმპიური სისტემით ტარდება და თითოეული შეხედრა სამი სახეობის თამაშისგან შედგება: ,,სლალომი”, ,,ბაგირის გადაძალვა” და ,,ესტაფეტა”.
გამარჯვებული გუნდი დაგროვილი ქულბის შეჯამების მიხედვით გამოვლინდება და მოანაწილეობას რეგიონულ თამაშებში მიიღებს.
გამგეობის ინფორმაციით, ,,მხიარული სტარტები” სასკოლო სპორტული ოლიმპიდის ეგიდითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტიური მხარდაჭერით იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.