გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტი ლიტვაში მიემგზავრება ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან ერთად - ეს არის სიმბოლური გზავნილი თითოეული მოქალაქისთვის
30-03-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლიტვაში პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს აფასებს.

 

 

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ლიტვაში ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან, ასევე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილებთან ერთად მიემგზავრება, რაც მისივე შეფასებით, სიმბოლური გზავნილია თითოეული მოქალაქისთვის.

 

 

„დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში მიემგზავრება ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან, ასევე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილებთან ერთად. ეს არის სიმბოლური გზავნილი, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირი, არის მათთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის", აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესტუმრება, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთერთი პირველები გადავიდნენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.

 

 

დელეგაციის აღნიშნული წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში.

 


ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

 


ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

 


დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტეტები - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი