საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა, კარგი მაჩვენებელია.
„წელს, ჩვენ 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მე, რა თქმა უნდა, მაქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად თვალი ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქს. მარტის თვეში წინასწარი შეფასებით, რასაც ვუყურებ, ასევე საკმაოდ კარგადაა ექსპორტის ზრდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები წარმატებით შესრულდება“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.