ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
30-03-2017, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ლიტვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაცის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებმაც ერთერთმა პირველებმა გადალახეს ევროკავშირის საზღვარი ვიზის გარეშე.

 


„ევროკავშირის ქვეყანაში ჩამოვედით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან საქართველოს სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ამ მიმართულებით ღრმავდება.

 


მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი, ყველა იმ შესაძლებლობას განავითარებს, რომელიც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით და მისცემს ძალიან საინტერესო შესაძლებლობას როგორც ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ევროპელებსაც“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვაში სასაზღვრო კონტროლის გავლისას.

 


ესმა კოკოსკერიას განცხადებით კი, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ახალგაზრდებისათვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

 


საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატები - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

 


ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმარება.

 


ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი