საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტის სასახლის ეზოში ოფიციალური დახვედრის ცერემონიით დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა საქართველო-ლიტვის სახელმწიფო ჰიმნები მოისმინეს და სახელმწიფო დროშებს პატივი მიაგეს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები და მათ შორის, აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ესმა კოკოსკერია, თამაზ გათიკაევი და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.