ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა
30-03-2017, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. სამდღიანი სემინარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ დახურა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე სინდიკატების ხელმძღვანელებმა სამუშაო პროცესი შეაფასეს და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

 

 

უცხოელი ექსპერტების განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა ინიციატივა დაბრკოლების გარეშე ვითარდება, თუმცა, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად მსგავსი სამუშაო შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია.

 


უწყების განმარტებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას ისახავდა. შეხვედრების ფარგლებში იმ მიმართულებების განსაზღვრაც მოხდა, რომლებიც დამატებით მხარდაჭერასა და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას საჭიროებენ.

 


სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და განხორციელდა, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართული იყო ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი