ირაკლი ლექვინაძე: დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის თბილისის ქუჩებში განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ
30-03-2017, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გამართა.

 

 

,,გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია, შესაბამისად, ყველა უკანონო ქმედებას მოჰყვება რეაგირება - თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, აღკვეთს თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის, ან შეჩერების საფუძველი.

 

 

ამასთან, შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

 

 

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

 

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნათელი ხდება, რომ კონკრეტული პირები ცდილობენ თემით სპეკულირებას და მეწარმეებს უკანონო ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებენ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

 

 

გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ეწინააღმდეგება კანონს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს. ისინი ძირითად პრობლემებად ანტისანიტარიას, გადაადგილებისას შეფერხებას, მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევასა და თბილისის იერსახის დამახინჯებას ასახელებენ და მუნიციპალიტეტს რეაგირებას სთხოვენ.

 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის თბილისის ქუჩებში განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“, განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა უნებართვოდ დადგმული ე.წ. დახლების დემონტაჟი განახორციელეს. 

 

 

მანამდე კი, მარჯანიშვილის მეტროსთან გამართულ გარემოვაჭრეების საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

გარემოვაჭრეები გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ. ადგილობრივი მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ გარევაჭრობით სანიტარული წესები ირღვევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი