ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობისა და მედიაგარემოს მიმართულებით მიღწეულ პროგრესს მიესალმებიან, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლუნდგრენმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.
საუბრისას, აქცენტი გაკეთდა მონიტორინგის ფაზიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლის საკითხზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლას იმსახურებს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.