ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა
30-03-2017, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კოენდერსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძის მისალოცი წერილი გაუგზავნა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ბერტ კოენდერსი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლების განმავლობაში ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა და სავაჭრო მისიების ფარგლებში.



„ნიდერლანდები მხარს უჭერს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას და, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად განიხილავს“ ნათქვამია წერილში.

 

 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უკვე არსებული თანამშრომლობის შეფასებისა და მომავლის გეგმების დასახვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი