საქართველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო.
„ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის დელეგაციამ დადებითად თითქმის ყველა საკითხი შეაფასა. მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისიის დელეგაცია, სავარაუდოდ, ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ წარმოადგენს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებული კითხვები მოიხსნა.
„მოხდა იმ პროექტის დეტალური განხილვა, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ამ შეხვედრების მერე, რომელსაც გამართავენ დღის განმავლობაში ალბათ, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან პოზიტიური შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული. არასწორად იყო მათთვის მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით და ჩვენ გავნუმარტეთ და ვაჩვენეთ, როგორ ხდება რეგულირება და სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც არსებობდა. ასევე, ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებული ცვლილებები და თითქმის ყველა საკითხი, რომელზეც კითხვა დაისვა. არ გამოუხატავთ არანაირი შენიშვნა და წუხილი არჩევის წესთან დაკავშირებით“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელსაც კომისიის მდივანი თომას მარკერტი ხელმძღვანელობს, საქართველოს 30 მარტს ეწვია. დღესვე, დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხივე თემატურ სამუშაო ჯგუფთან გამართავს.
კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი შედიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.