ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს
30-03-2017, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართული შეხვედრისას, ვენეციის კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი და ვენეციის კომისიის წევრები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების მოსაზრებებით და კომენტარებით დაინტერესდნენ.

 

 

ინტერაქტიული ფორმატის შეხვედრისას კომისიის წევრებმა კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს და კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტზე ვენეციის კომისიის შეფასება მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით და გავითვალისწინებთ იმ ძირითად საკითხებს, რომელზედაც ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას - ვენეციის კომისიის წევრები ქორწინების საკითხით, თანასწორობის თემით, სასამართლო ხელისუფლების რეფორმით და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებით დაინტერესდნენ“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი