საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, საულიუს სკვერნელისის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება - განვითარება და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
„ლიტვაში, ჩემი პირველი ვიზიტიდან სამი წელი გავიდა და დღეს მე კვლავაც ლიტვაში ვიმყოფები, რათა მეგობარ სახელმწიფოში, მეგობარ ხალხთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიზეიმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი - უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან'', აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო, როგორც საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის კეთების მიმართულებით ერთერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე სახელმწიფო დაინტერესებულია ლიტვური ინვესტიციების მოზიდვით და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთკავშირების გაძლიერებით.
საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ლიტვას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. ლიტვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 150 ქართველი სწავლობს, რაც ძალიან კარგი საფუძველია საგანმანათლებლო პროექტების უფრო განვითარების თვალსაზრისით.
აღინიშნა, ასოცირების დღის წესრიგის დადებითიგავლენა ეკონომიკური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩანს ევროკავშირთან ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლებით.
ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ახალი პროდუქცია გავიდა, მათ შორის კივი და პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი - თაფლი.
მხარეებმა გაერთიანებული სარკინიგზო პროექტის "ვიკინგები" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს, რომელსაც საქართველო 2015 წელს შეუერთდა და რომელშიც 2016 წელს აზერბაიჯანის ჩართვამ აბრეშუმის გზის რკინიგზასთან დაკავშირების საშუალება მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.