დალია გრიბაუსკაიტე: ვხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვრებზე - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში - ვხედავთ, რომ ეს არის ღია ანექსია
30-03-2017, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიტვის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ვიზა-ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ საქართველოს მეგობრების, მათ შორის, ლიტველების წყალობით და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან სასიხარულოა ლიტველებისათვის.

 


„1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია იყო აღმოჩენილი, აგრეთვე ეს ისტორიული დოკუმენტი საკუთარი მნიშვნელობით და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე დავუკავშირდით ქალბატონ მერკელის ოფისს და დავიწყეთ იმის გამოძიება, თუ რამდენად შეიძლება ეს დოკუმენტი, რომელიც ახლა გერმანიაშია, გადმოვიტანოთ ლიტვაში”,  განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

 


მისი განცხადებით, ლიტვა, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროკავშირში. ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება უკვე სრულად ამოქმედდა.

 


როგორც ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ წახალისებული იყო რეფორმებით, რომელიც განხორციელდა საქართველოში, თუმცა ძალიან ბევრი რამ კიდევ უნდა გაკეთდეს;

 


აუცილებელია რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში; აგრეთვე, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს, შეგვიძლია მოგცეთ რჩევები'', აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

 


მისი განცხადებით, ლიტვას აწუხებს მედიის თავისუფლების საკითხი და ევროპა ძალიან ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სააქართველოში.

 


სიტყვის თავისუფლება და პლურალიზმი უნდა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და შეზღუდვები ამ მიმართულებით შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით”,  განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

 


მისი განცხადებით, ლიტვა მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ყველამ მიიღოს საერთო გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, როგორც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება.

 


ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოს საზღვრებზე - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში; ვხედავთ, რომ ეს არის ღია ანექსია, რომელიც დაიწყო და კვლავ გრძელდება და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ პროცესს.

 


ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; კარგად ვაცნობიერებთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენც გავიარეთ ეს პერიოდი, რუსეთის აგრესიული ქმედებები ჩვენს საზღვართან და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია გაიგოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო და, თუ არა ჩვენ, ვის შეუძლია წამოჭრას ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე”,  განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი