საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო
30-03-2017, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტისას, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ასევე მიაგო პატივი ანტაკალნისის სასაფლაოზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას.

 


დათიკო მაჭავარიანი 1918-1921 წწ–ში მონაწილეობდა ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ.

 


1921 წელს მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან XI წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობას დათიკო მაჭავარიანი გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებით გაჰყვა და პოლონეთში, ქალაქ ვილნოში ცხოვრობდა, მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში.

 


პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.

 


დათიკო მაჭავარიანი 1932 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა.

 


დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე (ანტაკალნე), ლიტვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი