საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „თავის დროზე შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფა არასწორი იყო". მისი აზრით, გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება, თავის მხრივ, სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„ვმონაწილეობდი დისკუსიებში, რომელიც შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას უკავშირდებოდა. მაშინ მე წინააღმდეგი ვიყავი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა. ეს მქონდა დასაბუთებული თავისი ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და ასე შემდეგ გათვლებით. იყო არასწორი, რაც გაკეთდა. ვინც ღრმად არის ჩახედული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, ამაში დამემოწმება. რამდენიმე წლის წინ ამის გაკეთებას თავისი კონტექსტი ჰქონდა. ამ დეტალებში აღარ შევალ, თუმცა, რაც შეეხება გაერთიანებას, ესეც თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ასპექტი - ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ასე შემდეგ“, აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.