პრემიერი: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი
31-03-2017, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვან თარიღს - 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს.

 


პრემიერის შეფასებით, ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ერმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ხმა მისცა და საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას.

 


„ამ პროცესსა და უდიდეს მიღწევას სათავეში ედგა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა. დღეს, როდესაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ეს თარიღი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მინდა, სრული პასუხისმგებლობის გრძნობით განვაცხადო, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ გამოხატული ნება ბოლომდე აღსრულდეს და საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული, დასავლური, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყანა“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი