2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას გაუღო კარი, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მიღწევაში.
„დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში. 28 მარტს, ორი დღით, ახალგაზრდებთან ერთად, გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში და მინდა ხაზი გავუსვა მათი თვალით დანახულ პერსპექტივას. მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაეხსნა 28 მარტიდან არის სულ სხვანაირი, ძალიან საინტერესო, გაცილებით უფრო მდიდარი. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა. ჩვენს დელეგაციაში იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, ე.წ. „სტარტაპერები“, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელებისა, რაც აქვთ ჩაფიქრებული,“ აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.