პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.
პრემიერ მინისტრის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები.
„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ. ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არამხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადდნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის,“ განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.