საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემუშავებისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტს სამინისტროს მუშაობაში თვისობრივი ცვლილებები შეაქვს და მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ მაქსიმალურად მეტი იცოდეს.
„ეს რეფორმები არის სწორედ ერთ-ერთი ის მიმართულება, რითაც ჩვენმა მთავრობამ ნამდვილად უნდა იამაყოს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გარკვეულწილად, საქართველოს სახეა ის, როგორ ექცევიან ქვეყანაში თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებს. ეს არის უდიდესი ცვლილება, რომელიც 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიმართა, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში - 20 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულების სფეროში არაერთი უპრეცენდენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს. ცვლილებათა პაკეტი ბოლო წლებში დაწყებული სისტემური რეფორმების გაგრძელებაა და მისი მიზანია პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება, ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.